Posts

კითხვები, კვლევაში საკონტროლო შარევისავის

საკონტროლო ჩარევა მოცემულ წინადადებებში იპოვეთ სტილისტური   ხარვეზები, გაასწორეთ შეცდომები და ისე გადაწერეთ. (გაითვალისწინეთ შესაძლებელია ერთ წინადადებაში რამდენიმე შეცდომა იყოს). 1.       ჩვენ დიდხანს ვმსჯელობდით ამ ახალი გარემოეის გარშემო. 2.       მომხდარი უშუალო შეხებაშია თქვენი კვლევის საგანთან. 3.       ყველამ ერთხმად გააკეთა დასკვნა, რომ მეორე დღეს უკვე შეძლებდნენ გამგზავრებას. 4.       ორი კვირის მანძილზე შიმშილობდნენ, რამაც მათი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა. 5.       მისიონერებს, მართლაც, მნიშვნელოვანი დავალება ევალებოდათ. 6.       იაპონელთა შრომები უხეირო შესწორებებს განიცდიდნენ. 7.       იგი ასეთ ცნობებს უნდობლად ეკიდებოდა. 8.       დროა ეს კუნძული შესწავლილი იქნეს. 9.       განა რამე აჯობებდა, ...

ძვირფასო მოსწავლეებო, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ტესტებს და შეასწროთ სტილისტური ხარვეზები

ინტერვენცია N 1 სტილი     სტილისტიკა ენათმეცნიერების დარგია, რომელიც ენის გამომხატველობით საშუალებებს შეისწავლის. სტილისტურად გაუმართავია წინადადება თუ ენობრივი საშუალებები არ შეესაბამება გადმოსაცემ შინაარსს. გვხვდება სხვადასხვა სახის სტილისტური ხარვეზი:   კალკი ეწოდება ახალი სიტყვებისა და გამოთქმების წარმოქმნას სხვა ენის ლექსიკური ერთეულების მიხედვით, სიტყვასიტყვისთ თარგმნის გზით.    თუ ენას გააჩნია საკუთარი ლექსიკური ერთეული და მის ნაცვლად კალკირებულ ფორმას ვიყენებთ, ეს სტილისტურ ხარვეზად მიიჩნევა, მაგალითად: მცდარია არ მაწყობს ფორმის გამოყენება, რადგან ქართულში არსებობს გამოთქმა: არ არის ხელსაყრელი ან მე ხელს არ მაძლევს. სავარჯიშო: გაასწორეთ წინადადებებში დაშვებული სტილისტური შეცდომები ისე, რომ არ შეცვალოთ შინაარსი და გადაწერეთ. 1.       ეს ჩვენს მდგომარეობასთან უშუალო კავშირშია. 2.       მეგობრებო, საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვერ შევძელით ამის მარტო გაკეთება. 3.    ...

XI კლ. მოსწავლეებს გთხოვთ ყურადღებით იმუშავოთ ტესტზე

მოცემულ წინადადებებში დაშვებულია სხვადსახვა ტიპის სტილისტური ხარვეზები, თქვენ ეს შეცდომები უნდა გაასწოროთ და წინადადებები გადაწეროთ. ყოველი გასწორებული წინადადება შეფასდება 1 ქულით. ტესტის მაქსიმალური ქულა 10. 1. ბავშვს ზემოდან საბანი ახურავს. 2. ახალი კინო დიდი წარმატებით სარგებლობს. 3. ილია სამშობლოს პატრიოტი იყო. 4. მკერავმა თავისთვის ახალი კაბა შეიკერა. 5. ილია მუქ ფერებში გვიხატავს ქვეყნის მდგომარეობას. 6. ეს კანონი შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. 7. სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატვას აფიშირება არ სჭირდება. 8. გიორგი შეყვარებულია ნათიაში. 9. დოლარის კურსი ლარის კურსთან მიმართებაში უცვლელია. 10. საქმე ძიებაში გადაეცა გამომძიებელ მანჯგალაძეს. 11. დირექტორმა სასწავლო პროცესს დადებითი შეფასება მისცა. 12. ახალგაზრდა გოგონა თავდაუზოგავად მუშაობს. 13. ბავშვთა პედიატრი თავდაუზოგავად მუშაობს. 14. თქვენთან კამათში შემოსვლას არ ვაპირებ. 15. მომავალ პოეტს დედამ ჩაუნერგა მშობლიური ენისადმი სიყვარული. 16. პომიდორში უამავი ვიტამინია მოთავსებული. 17. ჩემი მეგობრის მამა მინისტრა...