Posts

Showing posts from February, 2018

ძვირფასო მოსწავლეებო, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ტესტებს და შეასწროთ სტილისტური ხარვეზები

ინტერვენცია N 1 სტილი     სტილისტიკა ენათმეცნიერების დარგია, რომელიც ენის გამომხატველობით საშუალებებს შეისწავლის. სტილისტურად გაუმართავია წინადადება თუ ენობრივი საშუალებები არ შეესაბამება გადმოსაცემ შინაარსს. გვხვდება სხვადასხვა სახის სტილისტური ხარვეზი:   კალკი ეწოდება ახალი სიტყვებისა და გამოთქმების წარმოქმნას სხვა ენის ლექსიკური ერთეულების მიხედვით, სიტყვასიტყვისთ თარგმნის გზით.    თუ ენას გააჩნია საკუთარი ლექსიკური ერთეული და მის ნაცვლად კალკირებულ ფორმას ვიყენებთ, ეს სტილისტურ ხარვეზად მიიჩნევა, მაგალითად: მცდარია არ მაწყობს ფორმის გამოყენება, რადგან ქართულში არსებობს გამოთქმა: არ არის ხელსაყრელი ან მე ხელს არ მაძლევს. სავარჯიშო: გაასწორეთ წინადადებებში დაშვებული სტილისტური შეცდომები ისე, რომ არ შეცვალოთ შინაარსი და გადაწერეთ. 1.       ეს ჩვენს მდგომარეობასთან უშუალო კავშირშია. 2.       მეგობრებო, საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვერ შევძელით ამის მარტო გაკეთება. 3.    ...